საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია

საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია

ლაბორატორიული მედიცინის კვირეული 2025 – MEDLAB Week 2025

… და ისევ აპრილი… გაზაფხულის სურნელი უხვად მიმოიფანტა ბუნებაში…ცოტა წვიმანარევი… მაგრამ გაზაფხულს ესეც უხდება…გუნება-განწყობა მაინც ამაღლებულია…განსაკუთრებული თვეა აპრილი ლაბორატორიული სფეროს სპეციალისტებისთვის. უკვე მერამდენედ, ბოლო კვირას ყველა მოუთმენლად ელოდება. ეს ის დროა, როცა მთელი მსოფლიო აღნიშნავს ლაბორატორიის პროფესიონალების სასიცოცხლო გავლენას და მათ არსებით როლს ჯანდაცვაში, ხშირად კულისებში, მაგრამ ყოველთვის წინა ხაზზე …

(IFCC)პრეზიდენტის, ქ-ნ ტომრის ოზბენის ვიდეო მილოცვა

🔬🌐 გიზიარებთ კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (IFCC)პრეზიდენტის, ქ-ნ ტომრის ოზბენის ვიდეო მილოცვას ყველა მონაწილის მიმართ იმ გამორჩეული შრომისთვის და წვლილისთვის, რომელიც მათ გასწიეს Global MedLabWeek 2025 მომზადებაში.♦️წლევანდელი თემა „ლაბორატორიები გადაარჩენენ სიცოცხლეს“(„Labs Save Lives“) ხაზს უსვამს ლაბორატორიის პროფესიონალების სასიცოცხლო გავლენას და მათ არსებით როლს ჯანდაცვაში.ქ-მა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ …

ხარისხის მართვის სისტემები ლაბორატორიაში – მიზანი და შედეგები – მე-6 საერთაშორისო კონფერენცია

23 ნოემბერი 2024 სასტუმრო „ჰილტომ გარდენ ინნ“- ში გაიმართა საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაიის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ხარისხის მართვის სისტემები ლაბორატორიაში – მიზანი და შედეგები. კონფერენციაში მონაწილეობდენენ როგორც ქართველი, ისე   წამყვანი უცხოელი სპეციალისები კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციიდან (IFCC). ტრადიციულად, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს ლაბორატორიული მეიდიცინის ასოციაციის საპატიო …

ბიოსტატისტიკა ლაბორატორიულ მეიდიცინაში – ვორქშოპი მოწვეულ სპიკერ მატეო ვიდალისთან ერთად

📊📈 სტატისტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს ლაბორატორიული მედიცინის ბევრ სფეროში. სტატისტიკური მეთოდების ცოდნა და სწორად გამოყენება საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ მონაცემთა ცვალებად მნიშვნელობებთან, მოვახდინოთ ინფორმაციის ორგანიზება, შეჯამება და გამოვიტანოთ დასკვნა . უფრო მეტიც, სპეციფიკური სტატისტიკური მეთოდები ვალიდაციის კვლევის პროექტებიდან ან ვერიფიკაციის პროტოკოლებიდან ხშირად გამოიყენება რუტინულ შედეგებსა და ექსპერიმენტულ მონაცემებზე.🔹EFLM დიპლომისშემდგომი კურსები, როემლიც …

საერთაშორისო სიმპოზიუმი ლაბორატორიულ მედიცინაში

2024 წლის 27 აპრილი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის რეალობაში… მოვლენათა განვითარების იღბლიანი დამთხვევაა ალბათ , რომ საერთაშორისო და ევროპის ლაბორატორიული მედიცინის „გვირგვინოსანი“ წარმომადგენლები ერთდროულად აღმოჩდნენ ქართული ლაბორატორიული საზოგადოების სტუმრები. -კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (IFCC) პრეზიდენტი – ქ-ნი თომრის ოზბენი -ლაბორატორიული მედიცინის ევროპის ფედერაციის (EFLM) პრეზიდენტი …

ლაბორატორიული მედიცინის პროფესიონალთა კვირეული 2024

და ისევ აპრილი… ისევ ბოლო კვირა… ისევ შეხვედრა კოლეგებთან… ლაბორატორიული მედიცინის პროფესიონალთა კვირეული… ემოციები, რომელიც ისევ ისეთი მძაფრია, როგორც პირველად… მოლოდინი ტრადიციულად – გართობის, გახალისების , დაფასების, სითბოს, სიყვარულის გაზიარების.. ”ლაბორატორია ყველაფერია“- წლევანდელი კვირეულის სლოგანი სრულად განსაზღვრას ჩვენი სფეროს მნიშვნელობას, „ყველა ფერიდან“ კი წლვანდელი კვირეული ჟოლოსფერი გახლდათ და კვირეულის საოგანიზაციო …

ონლაინ ვებინარი – “გენეტიკური კვლევების კლინიკური მნიშვნელობა”

გასული წლის 20 დეკემბერს საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის ინიციატივით გაიმართა ონლაინ ვებინარი თემაზე – “გენეტიკური კვლევების კლინიკური მნიშვნელობა”, რომელიც ეხებოდა ლაბორატორიული მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებას – ონკო-გენეტიკას. თითოეულმა მომხსენებელმა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინა საზოგადოებას.ვითვალისწინებთ ჩვენი კოლეგების მხრიდან გამოხატულ ინტერესს და განმეორებით გთავაზობთ ვებინარის ჩანაწერს.

IFCC – ის ახალი პრეზიდენტი

თომრის ოზბენი -IFCC ახალი პრეზიდენტი! 2024 წლის 1 იანვრიდან IFCC -ის პრეზიდენტის პოსტზე პროფესორი ადელი ქ-მა თომრის ოზბენმა შეცვალა. პროფესორი ადელი IFCC-ს ხელმძღვანელობდა 2020-2023 წლებში. პროფესორი ოზბენი იყო EFLM-ის პრეზიდენტი 2022-2023 წლებში. ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://ifcc.org/ifcc-news/archive/2024/greetings-from-the-ifcc-president/

✅2022 წლის IFCC წლიური რეპორტი

🌐 სულ ახლახანს, IFCC-ის აღმასრულებელი საბჭოს მდივნის, დოქტორ დევიდ კინიბურგის სახელით გვამცნეს, რომ 2022 წლის IFCC-ის წლიური ანგარიში უკვე ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე ❤სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ IFCC -ის 2022 წლის ანფარიშში საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის აქტივობებზეც არის საუბარი.👏ვულოცავთ ასოციაციას და განსაკუთრებით კი გამგეობის წევრებს, რომელთა …