ლაბორატორიული მედიცინის პროფესიონალების კვირეული
1975 წლიდან, მთელი მსოფლიო, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას, ლაბორატორიული მედიცინის პროფესიონალების კვირეულს აღნიშნავს.
ბოლო 3 წელია საქართველოც აქტიურად შეუერთდა მათ.
უდიდესია ლაბორატორიული მედიცინის როლი კლინიკურ პრაქტიკაში და ზუსტად ამ სფეროს პროფესიონალთა აღიარებასა და დაფასებას ემსახურება ეს კვირეული.
წლევანდელი კვირეული ლაბორატორიული მედიცინის სფეროს წარმომადგენლების აქტიურიბით გამოირჩეოდა, რომელიც მეტად შთამბეჭდავი , ძალიან საინტერესო და სახალისო ფინალური ღონისძიებით დასრულდა.მოწვეული სტუმრების უმრავლესობა მისი აქტიური მონაწილეც გახდა.
ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფმა – ნინო აბესაძემ, თამარ თედიაშვილმა, შორენა ზოიძემ, მაიკო ლუხუმაიძემ, ვერიკო მუნჯიშვილმა, ქეთი კანკავამ და ნანუკა გვეტაძემ, – ძალა და ენერგია არ დაიშურეს, რათა საღამო განსხვავებული და რაც მთავარია, ყველასთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
გილოცავთ კიდევ ერთხელ პროფესიულ დღესასწაულს და გისურვებთ წარმატებულ მომავალს თქვენს საქმიანობაში!
- შეხვედრამდე მომავალ 2024 წელს!
- კვლავ აპრილის ბოლო კვირას!
ლაბორატორიული მედიცინის კვირეულზე!


















