და ისევ აპრილი…
ისევ ბოლო კვირა…
ისევ შეხვედრა კოლეგებთან…
ლაბორატორიული მედიცინის პროფესიონალთა კვირეული…
ემოციები, რომელიც ისევ ისეთი მძაფრია, როგორც პირველად…
მოლოდინი ტრადიციულად – გართობის, გახალისების , დაფასების, სითბოს, სიყვარულის გაზიარების..
”ლაბორატორია ყველაფერია“- წლევანდელი კვირეულის სლოგანი სრულად განსაზღვრას ჩვენი სფეროს მნიშვნელობას,
„ყველა ფერიდან“ კი წლვანდელი კვირეული ჟოლოსფერი გახლდათ და კვირეულის საოგანიზაციო ჯგუფმა მაქსიმალურად იზრუნა, ჟოლოსფერი განწობა შეექმნა თითოეული სტუმრისთვის.
მოლოდინი დაკმაყოფილებულია , მიზანი შესრულებულია – სიყვარული და სითბოც უამრავი დაიღვარა, დავაფასეთ ერთმანეთი – გამორჩეულადაც, ზოგადად… გავახალისეთ…ლექსიც მივუძღვენით და მოკითხვაც…
კვირეულის ფარგლებში აქტიურობისა და კრეატიულობისთვის ავერსის კლინიკის ლაბორატორია დაჯილდოვდა , ხოლო ლაბორატორიული მედიცინის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის – ქ-ნი ნინო დურმიშიძე.
მადლობა კვირეულის საორგანიზაციო ჯგუფს : ირმა ჯანჯღავას, ქეთი კანკავას, შორენა ზოიძეს, თამარ თედიაშვილს, ვერიკო მუჯიშვილს, მაია ლუხუმაიძეს და მის სულის ჩამდგმელს ქ-ნ ნინო აბესაძეს ამ ამაღლებული განწყობის შექმნისთვის და უკვე მერამდენედ იდეის ხორცშესხმისთვის.
GLMA კომუნიკაციის და პიარის კომიტეტის ხელმძღვანელს და წევრებს: ნინო ჟღენტს, ლელა ფანცულაიას, მარიამ კობერიძეს, მარიამ გურაბანიძეს,ანა ღვალაძეს.
ჩვენს ენთუზიასტებს: სალომე ძნელაძეს, ნინო ზარდიაშვილს და მარიამ დალაქიშვილს ,რომლებიც გვერდში ედგნენ ორგანიზატორებს.
მადლობა ფინალური ღონისძიების სპონსორებს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციას(GLMA), კომპანიებს: „მირკო“, „ჰუმანდიაგნოსტიკ ჯორჯია“, „ემდიეს“ , „მედიქალბიოს ჯორჯია“, რომელთა მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ლამაზი ღონისძიების მოწყობა და ქ-ნ ნინო ბაკურაძეს თითოეული მონაწილისთვის საკუთარი ნამუშევრის საჩუქრად გადაცემისთვის.
და რა თქმა უნდა, მადლობა ყველა მონაწილეს და სტუმარს იმ ინტერესისთვის და აქტიურიბისთვის, რომელიც მუდმივად იგრძნობოდა კვირეულის მანძილზე.
გილოცავთ კიდევ ერთხელ პროფესიულ დღესასწაულს!
შეხვედრამდე მომავალ 2025 წელს!
კვლავ აპრილის ბოლო კვირას!
ლაბორატორიული მედიცინის კვირეულზე!
ღონისძიებაზე გადაღებული დამატებითი ფოტოებისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს









































