… და ისევ აპრილი…
გაზაფხულის სურნელი უხვად მიმოიფანტა ბუნებაში…ცოტა წვიმანარევი… მაგრამ გაზაფხულს ესეც უხდება…გუნება-განწყობა მაინც ამაღლებულია…
განსაკუთრებული თვეა აპრილი ლაბორატორიული სფეროს სპეციალისტებისთვის.
უკვე მერამდენედ, ბოლო კვირას ყველა მოუთმენლად ელოდება.
ეს ის დროა, როცა მთელი მსოფლიო აღნიშნავს ლაბორატორიის პროფესიონალების სასიცოცხლო გავლენას და მათ არსებით როლს ჯანდაცვაში, ხშირად კულისებში, მაგრამ ყოველთვის წინა ხაზზე პაციენტთა მოვლისა და სამედიცინო ინოვაციების მხრივ.
Labs saves Lives – ლაბორატორიები გადაარჩენენ სიცოცხლეს – ეს სლოგანი ზუსტად განსაზღვრავს ლაბორატორიის სპეციალისტების მნიშვნელობას.
წლევანდელი კვირეული დიდი ჩართულობით გამოირჩეოდა.
საოცრად ამაღელვებელია და საამაყოც, როდესაც აღმოაჩენ, რომ შენი კოლეგა ლაბორატორიის მიღმა მხატვარი, ფოტოგრაფი, მუსიკოსი ან კერამიკოსია.
სწორედ კვირეულია ამ ნიჭიერი ადამიანების ხელახლა გაცნობის და გამოვლენის დრო.
ეს კვირეული ერთდროულად არის ცოდნის ზეიმი და შემოქმედების ფესტივალიც!
დიდი მადლობა ორგანიზატორებს , რომ შექმნეს სივრცე სადაც მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთს შეერწყა.
დიდი მადლობა საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციას, რომლის მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა ყველა ჩანაფიქრი რეალობად ექცია.
დიდი მადლობა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის, უკვე მეორედ.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, რომლებმაც მთელი კვირის განმავლობაში გაგვილამაზეს სოციალური სივრცე და დასკვნით ღონისძიებაზე უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭეს.
და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ – ლაბორატორიული სფეროს სპეციალისტებს, თქვენი შრომისთვის და თავდადებისთვის.
გემშვიდობებით მომავალ გაზაფხულამდე ახალი სიახლეების მოლოდინით.
შეხვედრამდე 2026 წელს !
კვლავ აპრილის ბოლოს…