კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის 25-ე საერთაშორისო კონგრესი (WorldLab) და კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის ევროპის 25-ე კონგრესი (EuroMedLab).
გახსნის ცერემონიალზე კონგრესის პრეზიდენტმა, რომის უნივერსიტეტის პროფესორმა, სერჯიო ბერნარდინიმ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა პირველია პანდემიის დასრულების შემდეგ. სამედიცინო ლაბორატორიებმა მსოფლიოს მაშტაბით უდიდესი შრომა გასწიეს კოვიდ-19 მიმდინარეობის დროს, ბევრი მათგანის სიცოცხლეც შეეწირა…
წუთიერი დუმილით დელეგატებმა პატივი სცეს კოვიდის დროს დაღუპულებს.
კონგრესზე იმყოფებოდა GLma- საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის
ასოციაციის დელეგატთა ჯგუფი ასოციაციის პრეზიდენ ქ-ნ თინა ბუკიასთან ერთად. ჯგუფის წევრები კონგრესის პარალელურად აქტიურად იყვნენ ჩართული IFCC სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების შეხვედრებშიც. ჰქონდათ კომუნიკაცია GLMA-EFLM მომავალ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე უცხოელ კოლეგებთან, მოისმინეს პრეზენტაციები ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ჯგუფის აქტიურობა ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას და სტიმულს მისცემს ახალ კოლაბორაციებს.
კონგრესის დასასრულს, IFCC პრეზიდენტმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, ვინც ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოვლენად აქცია.























