
2023 წლის 8 ივლისი…
კავკასიის მედიცინის ცენტრის საკონფერენციო დარბაზი ნელ-ნელა ივსება ყრილობის მონაწილეებით.
ასოციაციამ 4-წლიანი საქმიანობის ანგარიში უნდა წარმოადგინოს, თუმცა ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო…
ასოციაციის პრეზიდენტმა, ქ-მა თინა ბუკიამ, შესავალ სიტყვაში მოკლედ გაიხსენა GLMA საქმიანობა მისი დაარსებიდან დღემდე, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის…
გაიხსენა ადამიანები, რომლებმაც მასთან ერთად საფუძველი ჩაუყარეს და შექმნეს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის ისტორია.
იმ პერიოდში ხელმძღვანელობა სულ რამოდენმე წევრს აერთინებდა, დღეს კი გამგეობის 23 წევრიანი გუნდით არის წარმოდგენილი.
გამგეობის გუნდური მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ბოლო 4 წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ის კოვიდ-პანდემიის მძიმე პერიოდს დაემთხვა.
გაიზარდა ასოციაციის ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე.
IFCC, EFLM – საერთაშორისო და ევროპის ლაბორატორიული ფერდერაციების სრულუფლებიანი წევრობა საამაყოცაა და ამავდროულად ბევრი სარგებლის მომტანიც. ქ-ნი ნინო ტაბატაძე შეეცადა თავის პრეზენტაციაში მაქსიმალურად აესახა ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლიც გამგეობის პროფესიონალთა გუნდის დაუღალავი და უანგარო მუშაობის შედეგია. ეს კი საქმისადმი უდიდესი სიყვარულით და პასუხისმგებლობით არის განპირობებული. ამაზე მეტყველებს სარევიზიო კომიტეტის დადებითი შეფასებაც, რომელიც ქ-მა ანჟელა რომანაძემ წარმოადგინა. ფინანსური ანგარიში ასოციაციის წევრებს ქ-მა მარიკა ემხუარმა გააცნო, ხოლო ქ-მა მაია ალხაზაშვილმა ასოციაციის წესდებაში შეტანილი ცვლილებების მოკლე განმარტებები გააკეთა.
ანგარიშის ბოლოს ყრილობის კულმინაცია…
ახალი პრეზიდენტი – ქ-ნო მანანა ახვლედიანი
ადამიანი, რომელმაც ქ-ნ თინასთან ერთად დაიწყო და მასთან ერთად დღემდე ერთგულად ემსახურება დარგის განვითარებას, კოორდინაციას უწევს სამეცნიერო, საქველმოქმედო, ინტელექტუალურ და პროფესიულ საქმიანობას საქართველოში.
დიდი მადლობა ქ-ნ თინას იმ ღვაწლისთვის, დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, სიკეთისა და სიყვარულისთვის, რაც ასე უხვად გაიღო დარგის განვითარებისა და ყველა მის გარსემო მყოფთათვის.
ვულოცავთ ქ-ნ მანანას და მთლიანად ასოციაციას ახალ პრეზიდენტს.
ღირსეული დასაწყისის ასევე ღირსეული გაგრძელება!
მომავალ წარმატებულ საქმინობას ვუსურვებთ პროფესიონალთა გუნდს!























































