ონლაინ ვებინარი – “გენეტიკური კვლევების კლინიკური მნიშვნელობა”

ონლაინ ვებინარი – “გენეტიკური კვლევების კლინიკური მნიშვნელობა”

გასული წლის 20 დეკემბერს საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის ინიციატივით გაიმართა ონლაინ ვებინარი თემაზე – “გენეტიკური კვლევების კლინიკური მნიშვნელობა”, რომელიც ეხებოდა ლაბორატორიული მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებას – ონკო-გენეტიკას. თითოეულმა მომხსენებელმა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინა საზოგადოებას.
ვითვალისწინებთ ჩვენი კოლეგების მხრიდან გამოხატულ ინტერესს და განმეორებით გთავაზობთ ვებინარის ჩანაწერს.