2024 წლის 27 აპრილი
ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის რეალობაში…
მოვლენათა განვითარების იღბლიანი დამთხვევაა ალბათ , რომ საერთაშორისო და ევროპის ლაბორატორიული მედიცინის „გვირგვინოსანი“ წარმომადგენლები ერთდროულად აღმოჩდნენ ქართული ლაბორატორიული საზოგადოების სტუმრები.
-კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (IFCC) პრეზიდენტი – ქ-ნი თომრის ოზბენი
-ლაბორატორიული მედიცინის ევროპის ფედერაციის (EFLM) პრეზიდენტი – ბ-ნი მარიო პლებანი
-კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (IFCC) ექს-პრეზიდენტი – ბ-ნი მაურიციო ფერარი.
„ვარსკვლავთცვენა“ – ასე აღნიშნა საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ქ-მა მანანა ახვლედიანმა, და მართლაც საამაყოა, რომ ჩვენი ქვეყანა ასე დაფასებულია საერთაშორისო ლაბორატორიული საზოგადოების მიერ.
დიდი მადლობა ჩინურ კომპანიას Snibe Diagnostic, IFCC და საქართველოს ლაბორატორიულ მედიცინის ასოციაციას, რომელთა ერთობლივი ორგანიზებით გამართულმა გრანდიოზულმა ღონისძიებამ ადგილობრივ და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ კოლეგებს შესაძლებლობა მისცა მოესმინათ უცხოელი ექსპერტების ლექციები ლაბორატორიული სფეროს დღევანდელი გამოწვევების და სიახლეების შესახებ, ასევე ქართველი სპეციალისტების საინტერესო პრეზენტაციები .
სასტუმრო „ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში დამსწრეთა ინტერესი სიმპოზიუმის ბოლომდე არ განელებულა… იყო შეკითხვები, გარჩევები, საინტერესო გამოცდილების გაზიარება…აზრთა გაცვლა-გამოცვლაში მომავალი ვებინარის თემაც კი გამოიკვეთა…
და ბოლოს … სიუპრიზი, რომელსაც არავინ არ ელოდა…
სამი პრეზიდენტის მიერ, შევსებული ანკეტებიდან ბრმა- შემთხვევითობის პრინციპით, ამორჩეულ 12 მონაწილეს კომპანია Snibe Diagnostic-გან საჩუქრად გადაეცა დაფინანსება IFCC WORLDLAB -ზე გასამგზავრებლად 2024 წლის მაისში დუბაიში.
ვულოცავთ კოლეგებს ამ სასიხარულო ფაქტს.
დასრულდა სიმპოზიუმი…
ემოციები აღმატებულ ხარისხშია…
იმედს ვიტოვებთ, მომავალში კიდევ მოგვეცემა ერთობლივი ღონისძიების ჩატარების საშუალება.
მადლობა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს ერთობლივი მუშაობისთვის და თანადგომისთვის!
მადლობა ჩვენს საპატიო სტუმრებს დაფასებისთვის!
მადლობა დამსწრეებს აქტიურობისა და ინტერესისთვის!






























































