ბიოსტატისტიკა ლაბორატორიულ მეიდიცინაში – ვორქშოპი მოწვეულ სპიკერ მატეო ვიდალისთან ერთად

ბიოსტატისტიკა ლაბორატორიულ მეიდიცინაში – ვორქშოპი მოწვეულ სპიკერ მატეო ვიდალისთან ერთად

📊📈 სტატისტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს ლაბორატორიული მედიცინის ბევრ სფეროში. სტატისტიკური მეთოდების ცოდნა და სწორად გამოყენება საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ მონაცემთა ცვალებად მნიშვნელობებთან, მოვახდინოთ ინფორმაციის ორგანიზება, შეჯამება და გამოვიტანოთ დასკვნა . უფრო მეტიც, სპეციფიკური სტატისტიკური მეთოდები ვალიდაციის კვლევის პროექტებიდან ან ვერიფიკაციის პროტოკოლებიდან ხშირად გამოიყენება რუტინულ შედეგებსა და ექსპერიმენტულ მონაცემებზე.
🔹EFLM დიპლომისშემდგომი კურსები, როემლიც ორგანიზებულია EFLM სამუშაო ჯგუფის – Congresses and Postgraduate Education(WG-CPE) მიერ, მიზნად ისახავს ყურადღება გაამახვილოს სტატისტიკის ძირითად ცნებებზე.
♻️სწორედ ამ მიზნით, 12-13 სექტემბერს , თბილისში, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის (GLMA) მოწვევით იმყოფებოდა სამუშაო ჯგუფის სპიკერი მატეო ვიდალი (მილანი, იტალია), რომელმაც ჩაატარა ორ დღიანი კურსი „ბიოსტატისტიკა ლაბორატორიულ მეიდიცინაში“.
ℹმატეო ვიდალი მუშაობს კლინიკურ პათოლოგად ცენტრალურ ლაბორატორიაში, Fondazione IRCCS Ca’ Granda Ospedale Maggiore Policlinico, მილანი, იტალია.
ის გახლავთ იტალიური სამუშაო ჯგუფის “სტატისტიკა ლაბორატორიისთვის”და იტალიის კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური მოლეკულური ბიოლოგიის საზოგადოების (SIBioC) კოორდინატორი, ასევე SIBioC-ის ოფიციალური ჟურნალის – Biochimica Clinica-ს სტატისტიკური მიმომხილველი.
⚡️კურსი, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე, რთულიც იყო და საინტერესოც. განსაკუთრებით ეფექტური იყო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის შერწყმა, რომელმაც მნიშვნელვნად შეუწყო ხელი სტატისტიკის ლაბირინთებში გზის გაკვლევას.
ვფიქრობთ, ჩვენმა კოლეგებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.