23 ნოემბერი 2024
სასტუმრო „ჰილტომ გარდენ ინნ“- ში გაიმართა საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაიის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:
ხარისხის მართვის სისტემები ლაბორატორიაში – მიზანი და შედეგები.
კონფერენციაში მონაწილეობდენენ როგორც ქართველი, ისე წამყვანი უცხოელი სპეციალისები კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციიდან (IFCC).
ტრადიციულად, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს ლაბორატორიული მეიდიცინის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა, ქ-მა თინა ბუკიამ და მოქმედმა პრეზიდენტმა, ქ-მა მანანა ახვლედიანმა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს თანამედროვე ლაბორატოირულ მედიცინაში ხარისხიანი ლაბორატროიული სერვისის მნიშვნელობა, რაც ამ სფეროში მოღვაწე ყველა სტრუქტურული ერთეულის მიზანი უნდა იყოს.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ ასევე ჩვენი კოლეგები სომხეთიდან- სომხეთის ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის წევრები.
კონფერენციაზე განხილული იყო სამედიცინო ლაბორატორიებში ხარისხის მართვის და უზრუნველყოფის დეტალები, საერთაშორისო სტანდარტის ISO 15189:2022 უპირატესობა და სირთულეები, ხარისხის კონტროლის მოდელები, რისკები და მათი მართვის გზები, ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების პოლიტიკის რეკომენდაციები, მდგრადი განვითარების დანერგვა სამედიცინო ლაბორატორიებში, რაც მომავლის ლაბორატორიისკენ მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია.
უცხოელმა ექსპერტებმა გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა და კონცეფცია, რაც, ვფიქრობთ, ხელს შუწყობს ჩვენი დარგის სრულყოფას და პროგრესს.
კონფერენცია აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებამ ბევრი საინტერესო და პრაქტიკული ინფორმაცია მოისმინა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ გამომსვლელს. მათ ზუსტად გააკეთეს ფოკუსირება იმ საკვანძო საკითხებზე, რაც დღეს, აკრედიტაციის პროგრამის ფარგლებში, დგას ლაბორატორიების წინაშე.
მადლობას ვუხდით კონფერენციის ორგანიზატორებს და დამსწრე კოლეგებს, რომელთა აქტიური ჩართულობა ყოველთვის სასიხარულოა და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ასოციაციის საქმიანობის სწორად წარმართვაში.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპონსორებს. თითოეული მათგანის თანადგომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ღონისძიების ღირსეულად და მაღალ დონეზე წარმართვაში:
პლატინის სპონსორი: „ Snibe”
ოქროს სპონსორი : “Mirco” , “Medtest – Laboratory Equipment and Materials”
ვერცხლის სპონსორი: “LabExpress” , “PrimaMedi”, “MEDWAY”, “QuidelOrtho”, „GMS – Georgian Medical Systems“
ბრინჯაოს სპონსორი: „Tbilisi Medic” და „კორამედი“
კონფერენციის მომდევნო დღეს ლაბორატორია „მრჩეველის“ ბაზაზე და მათი ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბ-ნ Hassan Bayat-თან. მან დეტალურად განიხილა კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია – „ სიგმატერია ანალიტიკურ ფაზაში“ და ერთი შეხედვით, რთული მათემატიკური მოდელი მარტივად გასაგებ საკითხებად წარმოადგინა.
შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა და მადლობა „მრჩეველის“ მთელს გუნდს და ბ-ნ ნიკა აბრამიშვილს ამ შესაძლებლობისთვის.
პულს ტვ-ის სიუჟეტი და ფოტო გალერეა






































