საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია

2025 წლის 8 ნოემბერი

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“

საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია…

დრო და შესაძლებლობა, როდესაც ხვდები კოლეგებს, ისმენ საინტერესო და პრაქტიკულ ინფორმაციებს, მსჯელობ და განიხილავ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, სვამ კითხვას და იღებ კვალიფიციურ, კომპეტენტურ პასუხებს. 

წლევანდელი კონფერენციის თემა – “პრე-ანალიზური ფაზა: რისკები და რეალობა”.

პრეანალიზური ფაზა ლაბორატორიული ციკლის ის ნაწილია, სადაც ყველაზე მაღალია შეცდომების ალბათობა. ამ ფაზის მართვა კი ლაბორატორიების ამოცანა და პასუხისმგებლობაა. ლაბორატორიამ წინასწარი გამოკვლევისა და პროცესების დროს უნდა გამოავლინოს პოტენციური რისკები, ეს რისკები უნდა შეფასდეს და მაქსიმალურად შემცირდეს .

კონფერენციაში მონაწილებდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი კოლეგები. თითოეულმა გამომსვლელმა ზუსტად გააკეთა ფოკუსირება იმ საკვანძო საკითხებზე, რაც ასე მნიშვნელოვანია პრე-ანალიზურ ფაზაში ლაბორატორიის სფეროს სხვადასხვა მიმართულებებში. დიდ მადლობას ვუხდით მათ ინტელექტუალური შრომისთვის და საინტერესო პრეზენტაციებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენს უცხოელ კოლეგებს – სტუმრობისთვის. მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია ღირსეული წევრია კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო (IFCC) და ევროპული ფედერაციების (EFLM) .

მადლობა კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს პრეზიდენტის თაოსნობით, რომლებიც უკვე მერამდენე წელია ლაბორატორიულ სფეროში მოღვაწე კოლეგებს საინტერესო თემებზე დისკუსიის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

მადლობა მოწვეულ სტუმრებს დაფასებისთვის. 

მადლობა თითოეულ მსმენელს მობრძანებისთვის და ჩართულობისთვის. 

და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ სპონსორებს, რომელთა თანადგომა და მხარდაჭერა მერამდენე წელიწადია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ღონისძიების ღირსეულად და მაღალ დონეზე წარმართვას:

გენერალურ სპონსორს – კომპანია „ Snibe”

ოქროს სპონსორს – კომპანიებს: “LabExpress” და “PrimaMedi”

ვერცხლის სპონსორს – კომპანია “Mirco” 

საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია ასევე დიდ მადლობას უხდის სამედიცინო ცენტრს „ციტო“ და ქ-ნ ნათია შავდიას სამუშაო შეხვედრის სპონსორობისთვის, რომელიც სასტუმრო Hilton Garden Inn-ში გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილი იყო ლაბორატორიის ხელმძღვანელებისთვის და ხარისხის მართვის მენეჯერებისთვის. ვორქშოფის მიმდინარეობისას განხილულ იყო თემები: ხარისხისა და უსაფრთხოების კულტურა, რისკები და რეალობა, ჰარმონიის მიღწევა ლაბორატორიულ გუნდში. სამუშაო შეხვედრა გამართა Medlabs-ის საკონსულტაციო ჯგუფის საერთაშორისო ოფიცერმა – ბატონმა ნოელ სოუდიმ.

ჩვენ – ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტები – ვართ თანამედროვე მედიცინის ცენტრში.

მე-7 საერთაშორისო კონფერენცია