23 სექტემბერი , 2023 წელი
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“
საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის მე-5 სერთაშორისო კონფერენცია
მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თარიღი ასოციაციის საქმიანობაში.
დაუცხრომელი ინტერესი, რომელიც ბოლო დღემდე არ განელებულა და თავად ის ფაქტი, რომ ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა სიამოვნებით მიიღეს მოწვევა კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ, ნათლად მიუთთებდა განხილული თემების აქტუალურობაზე.
„თანამეროვე ლაბორატორიული მედიცინის როლი კლინიკურ პრაქტიკაში და მისი გამოწვევები საქართველოში“
სწორედ ამ სათაურით გაკეთდა პირველი „ჩანახატი“ სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე თვეების წინ.
შემდეგ იყო შეხვედრები, გარჩევები, არჩევები… დღისით..ღამით..დისტანციურად თუ პირისპირ…
პირველყოფილი მონახაზი ნელ-ნელა ხორცს ისხავდა და ბოლოს… დაუღალავი შრომის ღირსეული დაგვირგვინება…
„ქორთიარდ მარიოტის“ სადღესასწაულო დარბაზში მსმენელთა რაოდენობამ მაქსიმუმს გადააჭარბა
საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა ქ-მა თინა ბუკიამ დამსწრეებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე. აღნიშნა ამჟამინდელი პრეზიდენიტის ქ-ნ მანანა ახვლედიანის და მისი სამუშაო ჯგუფის როლი ასეთი საინტერესო კონფერენციის ორგანიზებაში. ქ-მა მანანა ახვლედიანმა მადლიერება გამოხატა თითოეული მონაწილისა და დამსწრე მსმენელის მიმართ და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფერენციის სპონსორებს, რომელთა თანადგომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ღონისძიების ღირსეულად და მაღალ დონეზე წარმართვაში.
შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები:
პროფ. სნეჟანა ჯოვიჩიჩი – EFLM აღმასრულებელი საბჭოს მდივანი; ჯაკობ ზიერკი – IFCC რეფერენს-ინტერვალების მონაცემთა ბაზის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; ეკატერინე კუპატაძე – სლმა გამგეობის წევრი, IFCC TF-GRID და EFLM WG-PFLM წევრ-კორესპონდენტი; აბდურაჰმან კოშკუნი – IFCC რეფერენს-ინტერვალების მონაცემთა ბაზის სამუშაო ჯგუფის წევრი; ირაკლი რცხილაძე – სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ კლინიკური დირექტორი, პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი; მამუკა ზაკალაშვილი – სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“; ნინო ბაკურაძე – სლმა გამგეობის წევრი, სამედიცინო ცენტრის „ციტო“კლინიკური მენეჯერი.
კონფერენცია აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ვფიქრობთ, დამსწრე საზოგადოებამ ბევრი საინტერესო და პრაქტიკული ინფორმაცია მოისმინა თანამედროვე ლაბორატორიული მედიცინის სფეროდან.
მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენთაგანს მობრძანებისთვის. თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დარგის განვითარებისთვის.
მადლობას ვუხდით ჩვენს უცხოელ კოლეგებს სტუმრობისთვის. მათი ვიზიტი თავისთავად განსაზღვრავს , რომ საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია ღირსეული წევრია კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო (IFCC) და ევროპული ფედერაციების (EFLM) .
მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს: მ.ახვლედიანს,ნიკოლოზ აბრამიშვილს, მაია ხუციშვილს, ეკატერინე კუპატაძეს, ნინო ჟღენტს, ნინო ტაბატაძეს, ნინო ბაკურაძეს, მარიკა ემუხვარს, თამარ რამიშვილს. თითოეული მათგანის შემართებით და დაუღალავი შრომით შედგა ეს წარმატებული ღონისძიება.
და ბოლოს , განსაკუთრებული მადლობა სპონსორებს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის:
პლატინის სპონსორებს:კომპანიებს – „მირკო“ და „თბილისი მედიკი“
ოქროს სპონსორებს : „თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები“ და „მედიქალ ბიოს ჯორჯია“
ვერცხლის სპონსორებს: „ივერმედი“ და „მედვეი“
იმედი გვაქცს ეს ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.


სიუჟეტები
არქივი





23 სექტემბერი, 2023
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“
საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია (GLMA) ევროპის ლაბორატორიული მედიცინის ფედერაციასთან (EFLM) ერთობლივად მართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „თანამადროვე ლაბორატორიული მედიცინის როლი კლინიკურ პრაქტიკაში და მისი გამოწვევები საქართველოში“.

კონფერენციაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი ექსპერტებიც:
1. Prof. Snezana Jovicic – EFLM-ის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენელი;
2. Dr. Jacob ZIERK IFCC TF-GRID Chair – IFCC რეფერენს-ინტერვალების მონაცემთა ბაზის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; Department of Pediatrics and Adolescent Medicine University Hospital Erlangen Loschgestraße 15, 91054 Erlangen, German
3. Dr Abdurrahman Coşkun IFCC TF-GRID member – IFCC რეფერენს-ინტერვალების მონაცემთა ბაზის სამუშაო ჯგუფის წევრი; Acıbadem Mehmet Ali Aydınlar University, Istanbul, Turkey · Department of Medical Biochemistry.
კონფერენციაზე რეგისტრაცია დასრულებულია
დამატებით ინფორმაციას თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ.გვერდზე და ფეისბუქ გვერზე
მოკლე ვიდეო საქართველოს შესახებ